დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სფეროში მომავალი სიახლე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში მომავალი სიახლე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება. ამის შესახებ სერგეენკომ ჯანდაცვის მოკლე ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის მდგომარეობით, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან ძალიან მაღალია მედიკამენტებზე დახარჯული თანხა.
„ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ეს არის 40%-მდე, ხოლო ზოგიერთი კვლევით 60%-მდეც კი არის, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ითვლება, რომ ეს თანხა მთლიანი თანხის მესამედზე მაღალი არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავიწყეთ რამდენიმე პროექტი, მაგალითად, „ინტერფერონი” შევთავაზეთ საზოგადოებას 60%-იანი ფასდაკლებით. იქნება ახალი პროექტი – ესენციურ წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებზეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოხდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები