TV 8 – ქართულ მედიასივრცეს უახლოეს პერიოდში ახალი ტელეკომპანია შეემატება

ქართულ მედიასივრცეს უახლოეს პერიოდში ახალი ტელეკომპანია – TV 8 შეემატება. ტელეკომპანიას რაულ ქირია უხელმძღვანელებს, ის არხის დირექტორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
არხის გეგმებზე “კვირა“ სწორედ რაულ ქირიას ესაუბრა. მისი თქმით, ტელეკომპანია TV 8 საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის არხი იქნება. ტელეკომპანიის ხელძღვანელობა მაყურებელს საინტერესო გადაცემებს ჰპირდება. ამ ეტაპზე არხის ტექნიკური რებრენდინგი მიმდინარეობს.
„TV 8 – ეს არის საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეკომპანია, რომლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ დავინიშე. მაყურებელს საინტერესო ეთერს ვპირდებით. ჩვენს არხი კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდება. ეს იქნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის მქონე არხი. ამ ეტაპზე ტექნიკური რებრენდიგი მიმდინარეობს, ვცდილობთ, რომ რაც შეიძება მალე გავიდეთ ეთერში“, – განუცხადა “კვირას“ რაულ ქირიამ.
ქირიას თქმით, მათი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე მედიასაშუალება – FrontNews -ი , X NEWS- ი და Qartveli.ge არხის დაქვემდებარებაში გადავა, ჰოლდინგს შექმნის, რომელსაც ქირიების ოჯახი ერთიანი ძალებით წარმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები