საქართველოს პრეზიდენტი “თავისუფალ დემოკრატებს” ხვდება

საქართველო პეზიდენტი გიორგი მარგეველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს ხვდება. შეკრებას ესწრებიან პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი.
შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხდა, რომ საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხებს შეეხებოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თავისუფალ დემოკრატებს” ახალი ინიციატივები აქვთ.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მივესალმებით ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ ინიციატივას. საუბრის ძირითადი თემა იქნება რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია. “თავისუფალ დემოკრატებს” ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია არაერთხელ გავითქვამს. ასევე გვაქვს ახალი ინიციატები, რომლებსაც პრეზიდენტთან ერთად განვიხილავთ. მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ძალის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს იმისთვის რომ წინ აღვუდგეთ ამ პრობლემას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები