კოკა ყანდიაშვილი: ტელეკომპანია „მაესტრო“ არ მიყიდია

კოკა ყანდიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ყანდიაშვილი აცხადებს, ტელეკომპანია “მაესტრო” არ უყიდია, არც დირექტორად, ან მის მოადგილედ დანიშნულა და იანვრიდან “მაესტროზე” გადაცემას არ წაიყვანს.
„ყურადღება!!! პატივცემულო კოლეგები, ბოლო 4-5 დღეა თითქმის სრულიად ქართული მედია მირეკავს და მეკითხება:
1) ვიყიდე თუ არა ტელეკომპანია “მაესტრო”? 2) დავინიშნე თუ არა ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორად? 3) წავიყვან თუ არა იანვრიდან ტელეკომპანია “მაესტროში” გადაცემას?
გპასუხობთ!!!
1) არ მიყიდია!!! – არ მაქვს არც საყიდელი ფული და არც ყიდვის სურვილი და, საერთოდ, “მაესტრო” არ იყიდება 2) არ დავნიშნულვარ – და არც არავის შემოუთავაზებია დირექტორობა, ან მოადგილეობა, ან მენეჯმენტში მონაწილეობა მაინც!!! 3) იანვრიდან გადაცემას “მაესტროზე” არ წავიყვან!!! – და მეტი ასეთი სისულელეებით აღარ შემაწუხოთ.
და ბოლოს: უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება “მაესტროსთან” და სხვა არხებთან – ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, “მაესტრო” – დაინტერესებულია 2 ტელე-პროდუქტით: რეალითი-შოუთი ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუთი. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში ვწერდი.
მოლაპარაკებები არხებთან – გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას, ისედაც მაქვს სამსახური – და, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. გპირდებით – ყველას გაგაგებინებთ მომავალ წელს – სტუდიის პრეზენტაციის თარიღს და ადგილსაც“, – წერს ყანდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები