გიორგი მარგველაშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში 14:00 საათზეა დანიშნული.
შეხვედრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იქნება.
ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან უკვე გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები