სამხედრო ნაწილში 20 წლის რიგითი გარდაცვლილი იპოვეს


  სამხედრო ნაწილში რიგითი, 20 წლის ნიკოლოზ უგულავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რიგითი ნიკოლოზ უგულავა სამხედრო ნაწილში ათმეთაურმა საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი ნიკოლოზ ჟორესის ძე უგულავას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. გამოძიება დაწყებულია. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველო, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით აწარმოებს.
1994 წელს დაბადებული ნიკოლოზ უგულავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 4 ოქტომბრიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა”,-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები