ბიძინა ივანიშვილი: დღეს ფული გაცილებით მეტია, ვიდრე იდეები

დღეს ფული გაცილებით მეტია, ვიდრე იდეები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” განაცხადა.  მისივე თქმით,  ქვეყანაში რენტაბელური ბიზნესის წამოწყების იდეა დეფიციტურია.
“დღეს ფული გაცილებით მეტია, ვიდრე იდეები. მე რამდენჯერმე პრემიერობის დროს, იმის შემდგომაც რაც წამოვედი, ვთხოვდი და ვთხოვ ბიზნეს ასოციაციებს და იქნებ როგორმე კონკურსები გამოვაცხადოთ პროექტებზე. პროექტები არ არის, სადაც ფული შეიძლება ჩადო. მე ვგულისხმობ რენტაბელურს და არა სოციალურს, რითაც ბიზნესმენი დაინტერესდება. ჰესებია საინტერესო, რომელიც აშკარად საინტერესოა და მასზე მოთხოვნელებაა. სასტუმროებიც მოთხოვნადია. მე იმდენს ვაკეთებ, რომ სასტუმროებზე ჭარბი ფასი დავარდეს, ეს ჩვენში დარჩეს გარეთ არ გაიტანოთ. სასტუმროების მოთხოვნილება უფრო მეტია, ვიდრე დაკმაყოფილება, სერიოზულ სიმპოზიუმს თბილისში ვერ ჩაატარებ, სამაგიეროდ ფასები მაღალია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები