ბიძინა ივანიშვილი: საქართველომ უნდა მოახერხოს რუსეთთან თანაარსებობა

საქართველომ უნდა მოახერხოს რუსეთთან თანაარსებობა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოახერხეს სხვა სახელმწიფოებმა და საქართველომაც უნდა მოახერხოს.
“სახელმწიფო მოხელეებმა უნდა იზრუნონ, რომ ქვეყანა დაიცვან ყოველგვარი უბედურებისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან თანაარსებობა და არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიღაცას მოვატყუებთ და დავჩაგრავთ. თავშივე არ უნდა იფიქრო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე თუ თანაარსებობა გინდა. შენ უნდა ფიქრობდე მის ინტერესებზე, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენი ცხოვრება. ეს მოახერხეს სხვებმა და ჩვენც უნდა მოვახერხოთ. ამის უამრავი მაგალითია და ჩვენც უნდა გავიმეოროთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილისთვის მიუღებელია რუსეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა მისივე თქმით,  რუსეთის პოლიტიკა არასწორია.
“სახელმწიფოსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა. რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა და სახელმწიფო რა თქმა უნდა არასწორია და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები