“ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობას ძალიან უშლის ხელს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობას ძალიან უშლის ხელს. როგორც ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ის “ნაციონალური მოძრაობის” მტერი არ არის.
“ნაციონალური მოძრაობა” ძალიან უშლის ხელს ერთიანობაში. მე არ ვარ მათი მტერი. სხვადასხვა მხარეს ნუ იქაჩებიან. ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროპული სახელმწიფო, მაგრამ მეთოდებზე და ფორმებზე როდესაც მიდის საქმე, აბსოლუტურად განსხვავებულს აკეთებს ძალიან ბევრი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები