ბიძინა ივანიშვილი: ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას

ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას,ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” განაცხადა. ივანიშვილის თქმით, საქართველოს მძიმე ისტორია ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 9 წელი, როდესაც ხელისუფლება ხალხზე ძალადობდა.
“ახლა ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციიდან ცდილობს ძალადობას, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულად გამოსდის”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ყველას ერთად საშუალება გვაქვს საერთო მიზანს მივაღწიოთ.
“შიდა პრობლემებს ემატება მდებარეობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რეგიონალური პრობლემები და შიდა პრობლემები მძიმე სიტუაციას ქმნიან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს, რომ ერთად შეკრულებმა საერთო მიზანს მივაღწოთ. “საზოგადოება 2030″ დავაფუძნეთ. ჩვენი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის ვიყოთ ევროპული ტიპის საზოგადოება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები