გივი თარგამაძე თავის ცნობილ ფრაზას „სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!“ იმეორებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე თავის ცნობილ ფრაზას იმეორებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობა „პუწინის მიერ გაცემულ დავალებას“ ასრულებს.
“ყველაფერი გაცხადდა. პირველად საქართველოს მთავრობა ღიად ასრულებს ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე პუწინის მიერ გაცემულ დავალებას. მან თქვა – სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დევნის, მე არაფერ შუაში ვარ. იგულისხმებოდა, გააკეთეთ ამის დემონსტრირება.
და აგერ დემონსტრირებაც, მთავრობის ხელმძღვანელის. დღეს რუსებმა მოკითხეს – ეს რა ხდება, რა ქართველი მეომრები უკრაინაში? ამათ უთხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მაშინ, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც. თავდაცვის სამინისტროსი. პუწინის მონების მთავრობა.
მხდალი არამზადა, რომელიც შუშის სახლში აზის მილიარდებს, ისეთივე მარიონეტია პუწინის, როგორც ეს მხდალი არამზადები არიან მისი მარიონეტები.
და ამ ყველაფრის შემხედვარეს მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატრიოტს, არ მაქვს სრული უფლება, ამ, რუსეთის საქართველოში შემომძღოლებს, კიდევ ერთხელ შევძახო – სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!“ – წერს თარგამაძე.

წყარო: რადიო “აფხაზეთის ხმა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები