ლალი მოროშკინა: მითხრეს,რომ ჩემი შვილი სანდრო უმძიმეს მდგომარეობაშია რესპუბლიკურში!

  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სატელეფონო ხულიგნობის მსხვერპლი გახდა. მოროშკინას ტელეფონზე დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მოროშკინამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოგვიანებით დაწერა, რომ პოლიციაში მიდის და ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს.
„გაუგონარი ამბავი!!! სიტყვებიც კი არ მყოფნის რა დავარქვა!!! მე ღონისძიება მქონდა თბილისი მოლში,როცა ამ ნომრიდან 598281516 დამირეკეს და მითხრეს,რომ ჩემი შვილი სანდრო უმძიმეს მდგომარეობაშია რესპუბლიკურში!!! წარმოგიდგენიათ რა მომივიდოდა? მე ასეთი სიტუაცია სანდროსთან მიმართებაში გადატანილი მაქვს და მაშინ ჩემი შვილი სიკვდილს გამოვგლიჯეთ!!! დღეს ვინ ბედავს ასეთ ტყუილს!!! მშობლები გამიგებენ რა არის ის გრძნობა,როცა შვილის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი! ვის დასჭირდა ასეთი ბოროტი ხუმრობა??? როდესაც რესპუბლიკურში მივირბინე და აღმოვაჩინე,რომ მომატყუეს, გონს მოვეგე და გადავრეკე ამ ნომერზე. და იცით რა მიპასუხეს??? -ასე ბევრს გავუკეთეთო!!! ეს დანაშაულია და ამის მომგონი და შემოქმედი უნდა დაისაჯოს!!! მაპატიეთ,მაგრამ ძალიან გავნერვიულდი“, – წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები