აქცია თავდაცვის სამინისტროსთან – ჯანელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

   თავდაცვის მინისტრისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით სამინისტროსთან აქცია გაიმართა, სადაც მინდია ჯანელიძის პოსტიდან გადადგმომის მოთხოვნაც გაჟღერდა. აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან მიტანილი ჰქონდთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე სხვადასხვა ბანერები, წარწერებით “გრიგოლაშვილი გმირია, თქვენ ლაჩრები”, “არა კოლაბორაციონიზმს”.
ისინი უწყებას მოუწოდებდნენ, გლოვის ნიშნად დაეშვათ სამინისტროს ტერიტორაზე აღმართული სახელმწიფო დროშები. სამინისტროს მხრიდან აქციას გამოხმაურება არ მოჰყოლია. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად საკუთარი ვეტერანის მოწმობა გაანადგურა.
„მოთხოვნა არის, რომ ღირსეულ შეიარაღებულ ძალებს ჩამოსცილდეს მინდია ჯანელიძისა და მისი გუნდის სახით უღირსი ხელმძღვანელობა, რომელმაც გააკეთა ქართველი ერისა და მისი თავისუფლებისათვის უღირსი განცხადება. ეს იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ სამართლიანი მებრძოლების სულებში ჩაფურთხება“, – განაცხადა აქციის მონაწილე ნიკა მაჭუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები