“ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”

   ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში ყოფნის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს ღონისძიებას – “ღვინის ქალაქი გუდაური 2014” დაესწრო. მან დამსწრეთ სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად, კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
“სასიამოვნოა, რომ „ღვინის ქალაქი“ გუდაურში აღნიშნავს სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას და სტუმრებს უმასპინძლდება. ამ ტიპის ღონისძიებები კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ტურისტებს მეტ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ღონისძიების სტუმრებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები