გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი ამოქმედდა – ფოტოკოლაჟი (ვიდეო)

  გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი ამოქმედდა. სამედიცინო ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურს მასპინძლობა ჯანდაცვის მინისტრმა გაუწია, რომლის განმარტებით, ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსგავსი სამედიცინო პუნქტი აქამდე არ არსებობდა, შესაბამისად, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ტრამვირებული დამსვენებლები თბილისში გადაჰყავდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებმა გუდაურში მშვიდად დაისვენონ და ჰქონდეთ სრული კომფორტი.
“ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ გუდაურში აშენებულიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი. ეს იქნება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უამრავი ტურისტი სრიალებს, ბევრი ბავშვი ვარჯიშობს. წლების განმავლობაში მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა პრობლემად რჩებოდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამედიცინო ცენტრში პირველადი დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.

15498_773149296109482_2394610274509058494_n 1513746_773149352776143_1459093847935437673_n (1) 10616009_773149289442816_4905936896908184680_n 10850053_773149452776133_8011897291076060229_n 10857850_773149359442809_602840649473535640_n 10881619_773149292776149_5026203500044478989_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=B0nBHJiIbE0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები