“დაცვის სამსახურ “ალგანში” გლდანის ციხიდან გაგდებული თანამშრომლები მუშაობენ“

   უფლებადამცველი გიორგი გაბედავა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც გაბედავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ალგანის” დაცვის თანამშრომლები ადამიანებზე ძალადობენ.
გაბედავას მტკიცებით, დაცვის სამსახურ “ალგანში” გლდანის ციხიდან გაგდებული თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც მისი თქმით, ახლა ციხეში უნდა ისხდნენ. უფლებადამცველი კონკრეტულ გვარსაც ასახელებს და აცხადებს, რომ “ცნობილი ჯალათი“ დავით ხუროძე, მეტსახელად ხონსკი, “ალგანის” მანქანით გადაადგილდება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ალგანი”-ს დაცვის თანშრომლები ძალადობენ ადამიანებზე და ეს ფაქტები მათ უამრავჯერ შერჩათ. მინდა გითხრათ, რომ დაცვის სამსახურ “ალგანში” მუშაობენ გლდანის ციხიდან გაგდებული თანამშრომლები, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ ეხლა!!! მაგალითისთვის, ცნობილი ჯალათი, დავით ხუროძე, მეტსახელად ხონსკი, ის მოძრაობს “ალგანი”-ს მანქანით, მანქანია ნომრით ALG-700, ასევე სხვა ჯალათები, ვინც ვიცით და ვინც არ ვიცით.
ამ თემაზე მივმართე ადრე სამართალდამცველებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამ საქმეს იმედია გამოიძიებენ, თუ არადა ერთხელაც იქნება რომელიმე ოცნების ლიდერს გაუდრიგინებენ თავს ეს “ალგანი”-ს ზონდერები, აი მერე კი მიხვდებით ხელისუფლებავ, პატიმრების მწამებლების თავისუფლების სიმწარეს“, – წერს გიორგი გაბედავა ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მიხეილ ხუბუტიას გვიან ღამით თბილისში, რესტორან „თავადურში“ თავს დაესხნენ.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში მის ცემის ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება გააკეთა. ხუბუტიას თქმით, რესტორანში მისი ცემის ფაქტი მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. ხუბუტიას თქმით, დაცვის კომპანია “ალგანი” მომხდარს სარკაზმით შეხვდა.
“საქართველოში ადამიანის ცემა კანონით იკრძალება! რესტორანში ვიყავი დაცვის გარეშე. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და ვლადიმერ პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე ლანძღავდე რუსეთს! მათ 4-მა დამიწყეს ცემა, ძირს დამაგდეს და წაქცეულს მირტყამდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერები, სადაც ისინი წაქცეულს მირტყამენ! სირცხვილია!
შეგიძლიათ წაიკითხოთ კომენტარები ამ არაადამიანურ ქმედებაზე! თვით დაცვის კომპანია “ალგანი” ამ საკითხს სარკაზმით მოეპყრო. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს!”, – წერს ხუბუტია ფეისბუქის გვერდზე.
ხუბუტია დაკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ფაქტზე სისიხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული.

10877667_327211034151753_847425142_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები