ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის მინისტრად არ დაუნიშნავთ – უწყების ვებ-გვერდი ჰაკერებმა გატეხეს

  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. როგორც “კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ნოდარ ხადურის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. წარმოგიდგენთ სამინისტროს განახლებულ კაბინეტს – მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური, პირველი მოადგილის პოსტს კი იკავებს უკვე ყოფილი მინისტრი ბატონი ოთარ დანელია“-აღნიშნული იყო გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები