მიხეილ ხუბუტია: მე და ვლადიმერ პუტინს დედას გვაგინებდა

  რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში მის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ხუბუტიას თქმით, რესტორანში მასზე განხორციელებული თავდასხმა მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.
“საქართველოში ადამიანის ცემა კანონით იკრძალება! რესტორანში ვიყავი დაცვის გარეშე. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და ვლადიმერ პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე ლანძღავდე რუსეთს! მათ 4-მა დამიწყეს ცემა, ძირს დამაგდეს და წაქცეულს მირტყამდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერები, სადაც ისინი წაქცეულს მირტყამენ! სირცხვილია! შეგიძლიათ წაიკითხოთ კომენტარები ამ არაადამიანურ ქმედებაზე! თვით დაცვის კომპანია “ალგანი” ამ საკითხს სარკაზმით მოეპყრო. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს!”, – წერს ხუბუტია ფეისბუქის პირად გვერდზე.
ხუბუტია მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გვერდით იდგა და იმედი აქვს, რომ დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისჯებიან. ინციდენტი გვიან ღამით რესტორან „თავადურში“ მოხდა. ხუბუტია დაკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ფაქტზე სისიხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები