„ერეკლე მეორეს საზოგადოება“ ხუბუტიაზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს

  „ერეკლე მეორეს საზოგადოება“ უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეზე მიხეილ ხუბუტიაზე თავდასხმის გამო და მსგავს ქმედებას დესტრუქციული ძალების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციად აფასებს.
“მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის და გაჩნდა იმედი, რომ გაგრძელდება 2012 წლიდან დაწყებული დათბობის პროცესი, სწორედ მაშინ მოხდა თავდასხმა ქართველთა კავშირის თავმჯდომარეზე, ბატონ მიხეილ ხუბუტიაზე. იგი მრავალი წელია, ყველაფერს აკეთებს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად, საკუთარი ხარჯებით ეწევა რუსეთში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, აშენებს ქართულ სკოლებს, ეხმარება ქართულ ეკლესიას და არის საქართველოდან ჩასული ყველა ადამიანის გვერდში მდგომი.
ბატონი მიხეილ ხუბუტია დიდ დახმარებას უწევს სპორტსმენებსა და კულტურის მუშაკებს, ავადმყოფებსა და დავრდომილებს. მასზე თავდასხმა არის გარკვეულ ძალთა მიერ გამიზნული პროვოკაცია არა მხოლოდ მიხეილ ხუბუტიას წინააღმდეგ, არამედ ქართულ-რუსული ურთიერთობებისა და ქართული სახელმწიფოს კონსტრუქციული წინსვლის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს თავდასხმის ფაქტი და ეს ინციდენტი გამოძიებული იქნეს როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონე დანაშაული და არა როგორც მავანთა მიერ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ხულიგნური ქმედება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები