„თავდაცვის სამინისტრო გადადგამს ისტორიულ ნაბიჯს, თუ ჩვენ სამხედრო დანაყოფებს კონფლიქტური ზონებიდან გამოიწვევს“

   საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. ხაბურძანიას მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მოქალაქეები არათუ საქართველოს ფარგლებს გარეთ არამედ, საქართველოშიც არ უნდა იღუპებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გადადგამს ისტორიულ ნაბიჯს, თუ გამოიწვევს ქართულ სამხედრო დანაყოფებს კონფლიქტური ზონებიდან.
„უპირველეს ყოვლისა სამძიმარი ვაჟკაცი ადამიანის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს, სამშობლოს! რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მოქალაქეები არათუ საქართველოს ფარგლებს გარეთ (ნებისმიერი მოტივაციით), არამედ, საქართველოშიც არ უნდა იღუპებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტრო გადადგამს ისტორიულ ნაბიჯს, თუ გამოიწვევს ჩვენ სამხედრო დანაყოფებს კონფლიქტური ზონებიდან, რას ეწირებიან ქართველები ავღანეთში, რა უნდათ ჩვენ ჯარებს სამხრეთ აფრიკაში! დაბრუნეთ ჩვენი ბიჭები და გოგონებიც! 3 მილიონიან ერს ნამდვილად არა ყავს დასაღუპი შვილები“, – წერს ვალერი ხაბურძანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები