„როდესაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, სად აკეთებს ის ამ საქმეს“

  საპარლამენტო უმრავლესობისერთ-ერთი წევრი ანი მიროტაძე ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. მიროტაძის თქმით, როდესაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, სად აკეთებს ის ამ საქმეს.
“როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურონ საკუთარ იდეალებს და პირველ რიგში ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ის სად გამოხატავს ამას, ეს არის მისი უფლება და არავის აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ამ საქმეში და გააკეთოს მსგავსი ტიპის შეფასებები, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას”,- განაცხადა მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები