„თავდაცვის სამინისტროს განცხადება სირცხვილია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები“

საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალების თემაზე გავრცელებულ განცხახდებას ექსპერტი არჩილ გამზარდია ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. გამზარდიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება სირცხვილია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები.
“თავდაცვის სამინისტროს განცხადება სირცხვილია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია სირცხვილი და ორივე ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს“, – წერს გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის უწყებამ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები