უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ წუხელ ღამის რეისები გააუქმა. როგორც “კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, თურქეთის, პოლონეთის და ისრაელის ავიახაზებმა ღამის რეისები გააუქმეს.
მათივე ინფორმაციით, წუხელვე, უამინდობის გამო რვა ავიარეისი გადაიდო. როგორც აეროპორტში აცხადებენ, ამ დროისთვის მათგან 6 რეისი უკვე შესრულებულია. ფრენას პრობლემა ძლიერმა ნისლმა შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები