ვლადიმერ გურგენიძე: აეროპორტში ჩვენი ყოფნა გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

  აეროპორტში ჩვენი ყოფნა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყოველგვარი ღონისძიებები მთავრობამ და ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო.
“მთელი ხელისუფლება, მთავრობა, ხალხი სოლიდარულები ვართ ამ ოჯახისადმი. ამის გამოხატულებაა ჩვენი აქ ყოფნა. ყოველგვარ მხარდაჭერას ვუცხადებთ ოჯახს”, – განაცხადა გურგენიძემ.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდერე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც გრიგოლაშვილი ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა. აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი “აიდარში” იბრძოდა. ის 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილი 32 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები