უკრაინის კონსული: მადლობა, რომ გვერდში გვიდგახართ

  უკრაინის კონსული საქართველოს მოსახლეობას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ლიუბოშ კაროლმა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.
“თანავუგრძნობ ალექსანდრეს ოჯახს. მინდა მთელი უკრაინის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდში გვიდგახართ”, – განაცხადა კაროლმა.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდერე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც გრიგოლაშვილი ჩამოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა. აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი “აიდარში” იბრძოდა. ის 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილი 32 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები