გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა ჩამოინგრა

  გვიან ღამით, გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილების ჩასახლება იყო დაგეგმილი. ადგილზე იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე. მამუკა ცოტნიაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანიას აკისრებს. მისი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები 3 თვის წინ მას შემდეგ შეჩერდა, რაც ზედამხედველობის სამსახურმა ხარვეზები აღმოაჩინა.
ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტის შესწავლა საექსპერტო ბიურომ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები