ცოტნე გამსახურდია: ხვალ, რომ მტერი შემოგვესიოს ვფიქრობ, მაინც წავალ საომრად

   საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვლების ფაქტს ეხმაურება. როგორც გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ალექსანდრე გრიგოლაშვილი პატივისცემას რამოდენიმე მიზეზის გამო იმსახურებს, მათ შორის იმის გამო, რომ იგი ნებით, ყოველგვარი ბრძანებისა და მნიშვნელოვანი ანაზღაურების გარეშე წავიდა მათ დასახმარებლად, ვინც გაჭირვებაში სისხლისგან დაცლილ საქართველოს დახმარებია.
ამასთან, როგორც გამსახურდია წერს, ხვალ, რომ მტერი შემოგვესიოს, იგი წავა საომრად, თუ დაინახავს, სხვა გზით მისი შეჩერება შეუძლებელია.
„არ მიყვარს ომი და არც სამხედრო პროფესია. ალბათ იმიტომ, რომ ბევრზე უკეთ ვიცი რა უბედურება მოაქვს მას პირველ რიგში მათთვის, ვინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს: დაუცველ, მშვიდობიან ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს ვგულისხმობ. რაც შეეხება ჯარისკაცის პროფესიას, პირადად ჩემთვის მიუღებელია ვინმეს ბრძანებით მოქმედება ისეთ უმძიმეს მორალურ, ადამიანურ დილემებთან გამკლავებისას, როგორიცაა სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან საკუთარის გაწირვა სხვის კარნახით და უმეტესწილად გაურკვეველი მიზნებით…
მიუხედავად ამისა, ხვალ რომ მტერი შემოგვესიოს (არც ეს სიტყვა მიყვარს – რადგან ჩვენი ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია), ვფიქრობ, მაინც წავალ საომრად, თუ დავინახავ, რომ სხვა გზით მისი უკეთ შეჩერება არ შემიძლია. მოკლედ, ჩემის აზრით, ეს ყველაფერი აუცილებელი ბოროტებაა… ეს ზოგადად. ახლა რაც შეეხება აწ გარდაცვლილ ალექსანდრე გრიგოლაშვილს. ჩემის აზრით, ცხონებული პატივისცემას იმსახურებს რამოდენიმე მიზეზის გამო:
იგი საკუთარი ნებით, ყოველგვარი ბრძანებისა და მნიშვნელოვანი ანაზღაურების გარეშე წავიდა მათ დასახმარებლად, ვინც გაჭირვებაში სისხლისგან დაცლილ საქართველოს დახმარებია. წავიდა ჩვენი ფაქტიურ და პოტენციურ სამხედრო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, რომელიც დღემდე ჩვენს წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში სიამოვნებით მონაწილეობდა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლაშვილი არ მოქმედებდა სახელმწიფო დავალებით და ბრძანების შესაბამისად და აღარ ირიცხებოდა შეიარაღებულ ძალებში (თუ არ ვცდები).
მაგრამ: თქვე ოჯახაშენებულებო, ეს თავდაცვის სამინისტროს იდიოტური ბოდვა რა საჭირო იყო? გაჩუმდით და თუ კარგს არ იტყვით, ეს ცხონებული მიშასგან გაბრიყვებულად მაინც ნუ გამოგყავთ! იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ამით ისევ ნაცმოძრაობის ავტორიტეტს სწევენ მაღლა!
P.S. ამის მეათედი სტრასბურგში რატიფიცირების დროს გელაპარაკათ…“, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები