გრიგოლაშვილის მეუღლე: ალექსანდრე გრიგოლაშვილი ერის გმირია

  უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლის, ქრისტინე სვანაძის განცხადებით, მისი მეუღლე უკრაინაში არავის სიტყვით არ წასულა.
“ალეკო არავის სიტყვით არ წასულა უკრაინაში, როგორც დღეს ამაზე საუბრობდნენ, რაც სამწუხაროა. ალეკო წავიდა იმის გამო, რომ ჩვენ და უკრაინას ერთი საერთო მტერი გვყავს. მეოთხე ომია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო”, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
სვანაძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე მთელი ერის გმირია. მისივე განცხადებით, მას თავდაცვის სამინისტროდან არავინ დაკავშირებია.
“მამას თუ დაუკავშირდნენ არ ვიცი. გადმოსვენების ხარჯები უკრაინამ დაფარა. დასაფლავების ხარჯებს კი ოჯახი გაიღებს. ჩვენთან სახელმწიფოს მხრიდან კონტაქტზე არავინ გამოსულა”, – განაცხადა მეუღლემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები