ირაკლი ალასანია ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მრავალსაუკუნოვანი მეომრული და საგმირო წარსულის ქვეყანამ, ისევე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, თავისი თითოეული მეომარი ღირსეულად უნდა იგლოვოს.
აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადების დაკნინების მცდელობა. ვუსამძიმრებ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია ირაკლი ალასანია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები