“თავისუფალი თაობის” წევრებმა სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან ექსპრეზიდენტის ფოტო დაწვეს



   ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა” საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს, მის სახელს ატარებდეს ბიბლიოთეკა, რადგან დღეს ყველამ კარგად იცის რამდენი დანაშაული უკავშირდება მისი პრეზიდენტობის პერიოდს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკასთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს და ექსპრეზიდენტს სიმბოლურად სტაფილო მიუტანეს.
“ალოგიკურია როდესაც ახალგაზრდების მკვლელი და გამტაცებელი პრეზიდენტი ახლა ახალგაზრდებზე მზრუნველად გვევლინებოდეს და მათთვის ბიბლიოთეკას აარსებდეს თვისივე სახელობისას.უნდა ითქვას, რომ ეს „ბიბლიოთეკა “ სინამდვილეში არის “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი , სადაც ხდება ახალგაზრდა თაობის სრული დეგრადაცია და „ნაციდეოლოგიის“ თავსმოხვევა. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე „თავისუფალმა თაობამ“ დაგმო ბიბლიოთეკის ამ ფორმით არსებობა და მის წინ დაწვა ყოფილი ნაძირალა პრეზიდენტის ფიტული, ხოლო დაბადების დღის საჩუქრად სტაფილო მიართვეს, კურდღელივით მშიშარა პრეზიდენტს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები