სასწრაფოდ: რესტორან თავადურში მიხეილ ხუბუტია სცემეს
რესტორან თავადურში ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს.
ინფორმაციას სააგენტო “აქცენტი” თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მეგობრებთან ერთად ქეიფობდა, გავიდა გარეთ, რომ მანქანიდან რაღაც აეღო, უკან რომ მობრუნდა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს და სცემეს, მას სახეზე დაბეჟილობები აღენიშნება. რესტორნის დაცვას კომპანია “ალგანი” უზრუნველყოფს. ამ წუთებში ხუბუტიას სამართალდამცავები კითხავენ”- განუცხადა “აქცენტს” თვითმხილველმა.