გორში დევნილებისთვის მშენებარე შენობა ჩამოინგრა



   გორში დევნილებისთვის მშენებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობაში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც დროულად მოასწრეს კორპუსიდან გამოსვლა.
აღნიშნულ შენობას რეაბილიტაცია უტარდებოდა და ერთ თვეში იქ დევნილების ათამდე ოჯახის შესახლება იგეგმებოდა.
აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით გორში ყოფნისას სოზარ სუბარმაც გააკეთა განცხადება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ნაკისრი ჰქონდა სამუშაოების შესრულების ვალდებულება, პირობა ვერ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები