მიხეილ სააკაშვილი: გრიგოლაშვილი ებრძოდა უკრაინის და საქართველოს მტერს

  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ინტერპოლი ეძებს, კიევში იმყოფება.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში მაიდანზე გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე პატივი მიაგო ლუგანსკში დაღუპულ ქართველ და უკრაინელ სამხედროებს.
ექსპრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდზე გიორგი ბარამიძესთან ერთად იმყოფებოდა.
„მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ძალიან მძიმე დღეა უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის. ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 32 წლის, იყო გმირი და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი. ის ებრძოდა უკრაინის და საქართველოს მტერს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “რუსეთის იმპერია პასუხს აგებს ყველაფრისთვის”.
სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში იმყოფებოდნენ უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები და საქართველოს ელჩი, ალექსანდრე უკლება. კიევის ცენტრში სამოქალაქო პანაშვიდი უკვე დასრულებულია. ქართველი სამხედროს ცხედარი კი აეროპორტშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები