შს მინისტრის მოადგილემ გდდ-ს და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზები მოინახულა

  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ასპინძაში შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტებით მშენებარე ახალი ბაზა დაათვალიერა და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ ასევე მოინახულა ქალაქ ახალციხეში მდებარე შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო. თემურ მღებრიშვილი პირად შემადგენლობას შეხვდა და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები