“ნაციონალური მოძრაობა” ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ითხოვს

  “ნაციონალური მოძრაობა” თავდაცვის მინისტრს მიმართავს, და უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვას ითხოვს.
როგორც პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების” თავმჯდომარე, ტარიელ ლონდარიძე ამბობს, ალექსანდრე გრიგოლაშვილი იმ მებრძოლებთან ერთად უნდა დაიკრძალოს, რომლებიც მასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდნენ.
“მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, თავდაცვის მინისტრს, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა თავისუფლებას, დაიკრძალოს სამხედრო ღირსებით. იმ მეგობრებთან ერთად, იმ მებრძოლებთან ერთად დასაფლავდეს, რომლებიც 2008 წელს ომში მასთან ერთად იბრძოდნენ,” – აცხადებს ტარიელ ლონდარიძე.
ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაში უკვე გაიმართა. მისი ცხედარი ამ დროისთვის უკვე კიევის აეროპორტშია გადასვენებული და თბილისში ამაღამ ჩამოასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები