რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა კონფლიქტისპირა რეგიონიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. როგორც თვითმხიოლველები აცხადებენ, გორის რაიონის სოფელ კირბალიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 32 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი დააკავეს
არსებული ინფორმაციით, შიუკაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე.
“მე, მამასთან ერთად სასაფლაოებთან ახლოს ცხენს ვაძოვებდი.
მოულოდნელად შევნიშნეთ ბუჩქებში ჩასაფრებული ორი ფორმიანი. მამამ დაიყვირა და გამოვიქეცით, თუმცა დაგვეწივნენ. მამაჩემს თოკი მოაბეს და ასე წაიყვანეს, მე კი გამომიშვეს”, – ამბობს დაკავებულის მცირეწლოვანი შვილი.
დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.