პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ სოფელი, ფეხზე დავაყენოთ გლეხი და ფერმერი

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა.
“შეღავათიანი აგროკრედიტის” და ” აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ჯამში, 105 საწარმო დაფინანსდა. სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარება საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს საწარმო სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ სოფელი, ფეხზე დავაყენოთ გლეხი და ფერმერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საწარმოში ამ ეტაპზე 20 ადგილობრივი დასაქმდება. უახლოეს მომავალში სასათბურე მეურნეობა დამატებით 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა და მთლიანობაში 100 ადგილობრივს დაასაქმებს. სასათბურე მეურნეობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 ათასი დოლარი მიიღო.
“იმერეთი გრინერი“ სასათბურე/სასაწყობო მეურნეობას და მაცივრებით აღჭურვილ სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელს მოიცავს. სასათბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდება და პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები