საკრებულომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი საკრებულომ 35 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 2015 წლის ბიუჯეტი 61 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე დაზუსტებული 2014 წლის ბიუჯეტი. ნარმანიას განცხადებით, 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თბილისელების ძირითადი მოთხოვნებია ასახული. “ჩვენ 8-პროცენტიანი ზრდა გვექნება. სხვადასხვა სახის ღონისძიებები შეგვიძლია დავაფინანსოთ. მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობამ, რომელთანაც დიდხანს ვმუშაობდით ერთობლივად, სწორად შეაფასა ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც ბიუჯეტში არის გათვალისწინებული და ეს თბილისელების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ამ ბიუჯეტში წინ წამოწეული გვაქვს ყველაზე უმთავრესი პრობლემები”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ბიუჯეტი სამარცხვინოა. დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს ოპონენტების არგუმენტები ძალიან სუსტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები