„საახალწლო ღონისძიებების კულტურული ნაწილი 350 000 ლარით დაფინანსდება“

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა.
ტალიაშვილის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებების დაფინანსება შემცირდა. წელს საახალწლო ღონისძიებების კულტურული ნაწილი 350 000 ლარით დაფინანსდება.
„ საახალწლო ღონისძიებების კულტურული ნაწილის დაფინანსება ნახევარია იმისა, რაც 2 წლის წინ იყო და ბევრად მცირეა, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. ეს არამც და არამც არ ამცირებს მის კულტურულ ღირებულებას და ხარისხს, პირიქით უმნიშვნელოვანესი რამ მოხდება და ტრადიციად დამკვიდრდება რასაც ჰქვია თბილისში ცოცხალი შესრულება. ფონოგრამის თემა საკმაოდ მწვავედ განიხილებოდა სახელოვნებო წრეებში. ეს არის ის თემა, რომელიც მისცემს ბიძგს ინსტრუმენტალური მუსიკის განვითარებას და ვოკალის სწავლებას. რიყეზე „ბიგ ბენდთან“ ერთად შემსრულებლები ცოცხლად შეასრულებენ სიმღერას. წელს თოვლის პაპა 4 ადგილას შეეგებება ბავშვებს, რიყესა და მთაწმინდაზე, ასევე – რუსთაველზე. დაგეგმილია არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება რიყეზე. ღონისძიებები 25 დემეკბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი. გალაკონცერტი იქნება ცენტრალური მოვლენა. კულტურული ნაწილში 350 ლარის ფარგლებში დაფინანსდება“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები