ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შესთხოვა
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ნიკოლოზობის საზეიმო წირვა აღავლინა და წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით იქადაგა.
ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება შესთხოვა.
„წმინდა ნიკოლოზის მფარველობას მუდამ გრძნობს ყველა ადამიანი, თუ სიყვარულითა და რწმენით მიმართავს მას. ამ წმინდანის მიერ მრავალი სასწაულია მომხდარი, რომელიც არ იკარგება. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, გაამთლიანოს საქართველო და დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო“, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, პატრიარქმა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მსახურების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წმინდანის მოსახსენიებელი პარაკლისი ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა.