ირაკლი ალასანია სამეგრელოში დახურულ შეხვედრებს მართავს

ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, “თავისუფალი დემოკრატების” სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრებთან, პარტიის ადგილობრივ ლიდერებსა და რეგიონულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ზუგდიდს ეწვია.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრები პარტიის ლიდერებთან ერთად რაიონებში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობენ. აღნიშნული შეხვედრები საერთაშორი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ტარდება. ანაკლიაში იმყოფება პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც. წყარო: smo.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები