დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში მზრუნველობამოკლებულ და შშმ მოზარდებს საჩუქრები გადასცა

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად დაწყებულ საქველმოქმედო აქციას. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ახალციხესა და ნინოწმინდაში მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა თავშესაფრებს ესტუმრნენ.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, ორასამდე მოზარდს გაეწია დახმარება. დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა თავშესაფრების ბინადრებს ტკბილეული, სურსათი და წიგნები გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები