ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, თავი აარიდოს მიდგომას, “ყველაფერი გამარჯვებულს”, რომელიც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა

 ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი აარიდოს დამოკიდებულებას “ყველაფერი გამარჯვებულს”, რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, რათა გადალახოს ქართული საზოგადოების ხანგრძლივი პოლარიზება.
ამის შესახებ აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ხანებში გატარებულ რეფორმებს, რომელიც მიმართულია სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და იმ ინსტიტუციების გაძლიერებისკენ, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კარგ მმართველობაზე. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამოყოფა და შეწყვიტოს მისი ოკუპაცია. ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის “მოკავშირებოსა და სტრატეგიული პარტნიორიობის” ხელშეკრულებას და და მას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს. გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი “ხელშეკრულება” შესაძლოა, გაფორმდეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთანაც და ამ კუთხით, მოუწოდებს რუსეთის ფეფერაციას ე.წ. ხელშეკრულების გაუქმებისკენ და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ”, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტი ასევე სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ვიზა – ლიბერალიზაციის მიმართ, როგორც დაუყოვნებლივ ნიშანს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებისა და პირდაპირ ბენეფიტს მოსახლეობისთვის. “ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და უფლება – გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, დაიცავს რა დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის თავისუფლებას”, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები