გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა 200 ლარს მიიღებს
გორში, ქარელში, კასპში, საჩხერეში, ხაშურსა და ონში მცხოვრები 12 ათასამდე ოჯახის დასახმარებლად 2,3 მლნ ლარზე მეტი გაიცემა.
ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ოჯახი 200 ლარს მიიღებს.