საახალწლო ჯადოსნური თეთრი საღამო „ამბასადორი გოლფ კლუბში“

„ჯადოსნური თეთრი საღამო „ამბასადორი გოლფ კლუბში“, – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელზე დასასწრებად სტუმრებს კახეთში, კერძოდ, კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორი გოლფ კლუბში“ ელიან.
31 დეკემბერს, 21:30 საათზე დაიწყება საახალწლო საღამო, სტუმრების მიღება, კი – დღის 14:00 სთ-დან.
ვანიკო თარხნიშვილი საღამოს წამყვანი იქნება, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ იზრუნებს. საღამოს საკარნავალო სახე ექნება. აქცენტი თეთრ და ვერცხლისფერ მორთულობაზე გაკეთდება. იქნება ნიღბებიც, რომელსაც „ამბასადორი“ თავად გადაცემს სტუმრებს და მათზე ზრუნვა არ მოუწევთ. აქვე გათამაშდება სხვადასხვა პრიზი, ანიმატორები სტუმრებს ჩართავენ სხვადასხვა ნომრებში და ღონისძიებაში.
24:00 საათზე, გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება. მთელი ღამის განმავლობაში დიჯეი შეასრულებს მსოფლიო ჰიტებს.
საახალწლო პაკეტი2 ღამით ორ პერსონაზე 1050 ლარი, ხოლო ერთ პერსონაზე 550 ლარი იქნება.
6 წლამდე ბავშვები უფასოა. ნომერში დამატებითი ლოგინის ჩადგმის შემთხვევაში მესამე ადამიანი (6 წელს ზევით) ეღირება 350.
სასტუმროს ნომრების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ტელ: 595 25 25 15
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები