„არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის უფლება“

  არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის უფლება – ამ სიტყვებით საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, მაიდანზე შეკრებილებს მიმართა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოვა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა კიევში, მაიდანზე შეწყვიტა.
“ევროპის გული ბრიუსელსა და ბერლინში კი არა, კიევში ძგერს, ხოლო უკრაინის ბედი არა მოსკოვში, არამედ უკრაინაში წყდება“,- აღნიშა სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ის რეფორმები, რომლისკენაც უკრაინელი ხალხი მიისწრაფვის, შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები