„მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად არის მედიასთან კონტაქტში“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის მედიასთან ურთიერთობას აფასებს. როგორც წულუკიანმა “მაესტროს ცხრიანის” ეთერში განაცხადა, მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად არის მედიასთან კონტაქტში.
“მე ვფიქრობ და ალბათ, ჩემს კოლეგებს ბატონ არჩილს და ამჟამინდელ პროკურორს არ ეწყინება, ეს ორი სხვადასხვა უკიდურესობა იყო და რაღაც შუალედია საპოვნელი. მთავარი პროკურორი არამც და არამც არ უნდ აიყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად როგორც მინისტრი და დეპუტატი არის მედიასთან კონტაქტში, ეს არ არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქციაა დანაშაულთან სამართლიანი ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში, გამოძიების ზედამხედველობა კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი პროკურორს სჭირდება საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია და ეს როგორ უნდა მოხდეს თუ არა მედიის დახმარებით, ამიტომ შუალედი იქნება მოსაძებნი. თუმცა მთავარი მაინც არის საქმე და კომუნიკაციის საშუალება შეიძლება მარტივად მოგვარდეს. მაგრამ ის, რომ მედიას აქვს განცდა ადრე მარტივად იღებდნენ პასუხებს და ახლა ვეღარ, ეს გამოსასწორებელია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “მაესტროს ცხრიანის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები