დავით გულბანი: ყველაფერი კეთდებოდა ჩვენი ბიუჯეტით და ჩვენი რისკის ფასად

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის დავით გულბანის განცხადებით, ყველას აქვს უფლება, საყდრისი დაიცვას და ახლა პიროვნული დაპირისპირების დრო არაა. როგორც გულბანმა განაცხადა, დასაზუსტებელია, რა ინფორმაციები გავრცელდა კომიტეტის მხრიდან “პატრიოტთა ალიანსზე”.
“ყველას, ვისაც როგორ შეუძლია, აქვს უფლება, დაიცვას საყდრისი და ახლა პიროვნული კინკლაობების დრო არაა. ჩვენი მხრიდან თუ რაიმე ინფორმაცია გაჟღერდა, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რამდენად ყველას სახელით იყო ეს გამოთქმული. ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს უფლება, რაც უნდა ის ილაპარაკოს. რაც შეეხება ირმა ინაშვილს და ნინო მიქიაშვილს, მათ ჩემი მოწოდება არ სჭირდებათ, ისედაც იცავენ საყდრისს”, – განაცხადა გულბანმა.
რაც შეეხება ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნაყოფიას მიერ კომიტეტის დაფინანსებას, გულბანის თქმით, ყველაფერი კომიტეტის წევრების ბიუჯეტიდან კეთდება.
“ეს სრული აბსურდია. მართლა ასე რომ ყოფილიყო და რაიმე დაფინანსება გვქონოდა, ამათ ვინ დაასწრებდა. ყველაფერი კეთდებოდა ჩვენი ბიუჯეტით და ჩვენი რისკის ფასად. ახლაც ასე გრძელდება”, – განაცხადა გულბანმა.
ცნობისთვის, საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ კობა ნაყოფიასთან კონსულტაციები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები