გიორგი კობერიძემ გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ბაკურციხის 9 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა, ბორდიურების მონტაჟი, რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება, კიუვეტების, სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობა. ასევე, მონტაჟდება ლითონისა და ბეტონის დამცავი გვერდულები.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 150 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის გურჯაანს, ასევე სოფლებს: ჭანდარს, ვეჯინს, კოლაგსა და ბაკურციხის ტერიტორიას. განახლებული გზით, დაახლოებით, 18 ათასი მოსახლე ისარგებლებს. პროექტი 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები