“ფორბსის” რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეა

ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების ახალი სია წარმოადგინა. აღნიშნულ სიაში საქართველომ 47-ე ადგილი დაიკავა, სულ რეიტინგში 149 ქვეყანა შევიდა.
შეფასება რამდენიმე პარამეტრით ხდებოდა, მათ შორისაა კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაჩვენებელი,მოქალაქეების პირადი თავისუფლების დონე, ტექნოლოგიების განვითარების დონე, ინოვაციების დანერგვის ხარისხი, სახელმწიფოს მიერ ბიზნესზე გავლენა, საგადასახადო ტვირთი და სააქციო ბაზრის მდგომარეობა.
ბიზნესის წარმოებისთვის “ფორბსის” რეიტინგში საუკეთესო ოცეული ასეთია: დანია, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, ირლანდია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია, სინგაპური, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, სლოვენია, ისლანდია, ავსტრია, ტაივანი, აშშ, ლუქსემბურგი და გერმანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები